კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა "ანორთოსისმა" "პაფოსთან" - 1:0 მოიგო.
გამარჯვების შემოქმედი საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ოქრიაშვილთან ერთად, შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში იყო სამივე ქართველი ლეგიონერი: გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ნიკა კაჭარავამ კი მოედანი 58-ე წუთზე დატოვა. ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა 93-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ორ ტურში ორი გამარჯვებით 6 ქულა მოიპოვა და გათამაშების ლიდერია.