Belive

ანორთოსისმა ჩემპიონსაც მოუგო - ქართველების გუნდი შეუჩერებელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველების "ანორთოსისი" შესანიშნავ ფორმაშია. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე და ბოლო 7 ტურში მეექვსე მატჩი მოიგო. თანაც, ამჯერად ფამაგუსტელებმა მოქმედ ჩემპიონ "აპოელს" (1:0) სძლიეს. ქეცბაიას გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ოთხივე ფეხბურთელი: გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა სრულად ითამაშეს, ნიკა კაჭარავამ და თორნიკე ოქრიაშვილმა კი მოედანი შესაბამისად 46-ე და 88-ე წუთზე დატოვეს. ამ გამარჯვებით "ანორთოსისმა" 36 ქულა დააგროვა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. თანაც, ქართველების გუნდს უახლოეს მდევარ "ომონიაზე" ერთით ნაკლები მატჩი და ოთხით მეტი ქულა აქვს. ბოლოს, "ანორთოსისი" ევროზონაში 8 წლის წინ მოხვდა, ტიტული კი სწორედ ქეცბაიას მოთამაშე-მწვრთნელობის დროს, 2008 წელს მოიგო.

სხვა სტატიები