Belive

ანხელ დი მარია: "ჩემი ცხოვრების მთავარი მოვლენა 18 დეკემბერია - მადლობა ლეო მესის"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინის ნაკრების შემტევმა და ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ 2023 წლის პირველი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და იმ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ისაუბრა, რომელიც პანამასთან გასამართ შეხვედრაში არგენტინელ ერს ელოდება. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონის რანგში არგენტინის ნაკრები შინ პირველ მატჩს გამართავს, რომელსაც "ესტადიო მონუმენტალზე" 80 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება, ფეხბურთელები კი მუნდიალის თასს აღმართავენ.

"ზეიმის დროს ჩვენი გულშემატკივრების ნახვა ფანტასტიკური იყო. ჩვენი ხალხის სიგიჟემ გამაოცა, ისევე როგორც, რესტორანში მყოფი მესის დახვედრამ. ეს დაუჯერებელია.

მე და სხვა ფეხბურთელებს ყველა მომავალი მატჩების ბილეთებს გვთხოვს. ძალიან კმაყოფილი ვართ, ვიმედოვნებთ, რომ ხვალ კარგი წვეულება იქნება. გვინდა ვიგრძნოთ მხარდაჭერა, რომელიც ხვალ გველოდება.

თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც 18 დეკემბერი იქნება, მადლობა ლეო მესის. ისეთი განცდა მაქვს, რომ ხვალ რაღაც სიგიჟე იქნება, ისევე როგორც მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სახლში დავბრუნდით.

აუცილებლად გავაგრძელებ ეროვნულ ნაკრებში თამაშს. ყოველთვის, როცა აქ მოვდივარ, ეს რაღაც უნიკალურია. ეს არის საუკეთესო ადგილი. შემდეგი მიზნები? დავუბრუნდეთ გამარჯვებებს და ეს გზა მომავალშიც გავაგრძელოთ. წინ კვალიფიკაცია და კიდევ ერთი ამერიკული თასი გველის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის", - თქვა 35 წლის გარემარბმა.

არგენტინის ნაკრები პანამის ეროვნულ გუნდს საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ეგიდით 24 მარტს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები