Belive

ანდრეს კარასკო: "ხვიჩა კვარაცხელიას არსებული დონის შესანარჩუნებლად საჭირო მენტალური თვისებები აქვს"

9 თვის წინ ფეხბურთი
5 წთ

“დინამო თბილისის” აკადემიის დირექტორმა, ესპანელმა ანდრეს კარასკომ, "დინამოს" აკადემიის შენების პროცესის და ასევე საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ მედია საშუალება Calcionapoli24-თან ისაუბრა და მისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა.

"ბარსელონაში" 13 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. შემდეგ საქართველოდან მივიღე შემოთავაზება, რომელიც ახალი პროექტის, კონკრეტულად კი ახალგაზრდული აკადემიის მშენებლობას ისახავდა მიზნად.

თავდაპირველად საკმაოდ ბევრ სირთულეს შევეჭიდეთ. გვყავდა ფეხბურთელები, რომელთაც ტექნიკური თვალსაზრისით განვითარება აკლდათ. 1 წლის განმავლობაში პროცესის ორგანიზება გაგრძელდა, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი მოვაწყვეთ იმ მწვრთნელების დამსახურებით, რომლებიც აქ ახლა ჩვენთან ერთად არიან.

ჩვენ ასევე ვამზადებთ მწვრთნელებს იმ სტილის დასანერგად, რომელსაც მათგან მოვითხოვთ: არის სირთულეები, მაგრამ ამაში დიდ ენერგიას ვდებთ.

"კვარაცხელია? ბევრი ბიჭი მოვიწვიეთ ვარჯიშზე და ის ავირჩიეთ. ათი წლის უნდა ყოფილიყო, მეტის არა. პატარა ბიჭი იყო სავარჯიშო პროცესის გასაძლებად და ბევრი მწვრთნელი არ იყო დარწმუნებული მის არჩევაში. საბოლოოდ ჩვენ განხილვის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ის შესაბამის დონეს აკმაყოფილებდა და დავიტოვეთ. იმ დროს ის არ იყო ფეხბურთელი, რომელიც აჩვენებდა იმას, რასაც ახლა აკეთებს. ვთვლიდით, რომ ის ნიჭიერი მოზარდი იყო, მაგრამ პროგრესის ნახვა გვსურდა.

მახსოვს, რომ 2018 და 2019 წლებში, "შახტარის" აკადემიაში ვიყავი: ეს ის წლები იყო, როცა მან "დინამო თბილისიდან" წასვლა გადაწყვიტა. მაშინ ზურიკო დავითაშვილის მამა დამიკავშირდა, კიდევ ერთი ბიჭის, რომელიც საგრძნობლად გაიზარდა და მან შემომთავაზა მათი დონეცკის "შახტარში" წაყვანა.

რატომ არ გამოვიდა არაფერი? დონეცკის "შახტარს" თავისი ფილოსოფია აქვს, ხვიჩა კი კარგად არ ჯდებოდა მათ პროექტში, მაგრამ მას შეეძლო ჩემთან ერთად ევარჯიშა ახალგაზრდულ ლიგაში. იმ მომენტში უკვე ცხადი იყო, რომ ის სხვა მოთამაშე იყო: რამდენიმე ვიდეო ვნახე, ვუბიძგე მას ახალგაზრდულ გუნდებში გაწევრიანებისკენ, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. შემდგომში, როცა ეროვნულ გუნდში მოხვდა და შემდეგ "ნაპოლიში" წავიდა, მის გარშემო შეიქმნა იდეა, რომ მართლაც ნიჭიერი ბიჭი იყო.

ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია? | GiveMeSport-მა კვარას ვრცელი სტატია მიუძღვნა  | belive.ge

ველოდი, რომ ის გახდებოდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ბიჭი? არა, მე გულწრფელად ვაღიარებ, რომ არ ვარ მეოცნებე, არავინ ელოდა ასეთი ფეხბურთელის ჩამოყალიბებას. გაბრიელეს დახმარებით, რომელსაც აქვს კონტაქტები ნეაპოლში, პირველ დღეს, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ ის ვარჯიშობდა ახალ გუნდთან ერთად, დავინახეთ სწრაფი, ძალიან სწრაფი ზრდა და ყველაზე საინტერესო იყო გავლენა - შთამბეჭდავი.

რა ხდის მას განსაკუთრებულს? მამამისი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო, მახსოვს მან შემომთავაზა სამსახური აზერბაიჯანში, რომ მასთან დავრჩენილიყავი. მე მჯერა, რომ როდესაც ცხოვრობ ასეთი საფეხბურთო გარემოთი, ეს განსხვავებულს გხდის. ჩემი შვილიც კი, როცა გაიზრდება, ფეხბურთს სხვანაირად აღიქვამს.

ქართველმა მოთამაშემ უნდა დაამტკიცოს თავისი ღირებულება ათჯერ მეტად, ვიდრე სხვა ეროვნების მქონემ. ჩემი აზრით ეს ცოტა უსამართლოა, მაგრამ რეალობაა: ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც სულ რამდენიმე სკაუტი ჩამოდის უმაღლესი დონის მოთამაშეების სანახავად, რომლებიც რეალურად გვყავს. წარმოშობის ქვეყანა მნიშვნელოვანია, ისევე როგორც არაევროკავშირელის პასპორტი, რომელიც აკავებს ბევრ მოთამაშეს.

მაღალ დონეზე თამაში რთულია, მაგრამ უფრო მეტიც, რთულია ყოველთვის იგივე დონის შენარჩუნება. თქვენ გჭირდებათ გამარჯვების შიმშილი და კონკურენტული დონის შენარჩუნება, რისთვისაც კვარაცხელიას საჭირო მენტალური თვისებები აქვს.

თუ წარსულს გავიხსენებ და აწმყოს შევხედავ, ჩანს, რომ ბედი მწყალობს, რომ ვიმუშაო ბევრ ძალიან ძლიერ მოთამაშესთან, მაგრამ არა ისეთთან, როგორიც ხვიჩაა. სიმართლე ის არის, რომ ეს იყო იღბლიანი დამთხვევა, იქნებ სხვა მენეჯერიც ამას ანალოგიურად დაინახავდა.

ზოგადად, ეს ინსტინქტის საკითხია: არ ვიცოდით რატომ, მაგრამ იმ მომენტში გადავწყვიტეთ ახალგაზრდულ სექტორში მისი ჩართვა. და ჩვენ არ ვიცოდით, რომ იმ მომენტში მისი კარიერა დაიწყებოდა.

კვარაცხელიას შოუ! გაიტანა და ავტოგოლი გამოიმუშავა"- იტალიურ მედიაში კვარას  თამაში შეაფასეს - GeoSportNews

წარმატებებს გისურვებ, შენ ამას იმსახურებ და შენ ბევრისთვის მაგალითი ხარ. ბავშვებო, ჩვენი აკადემიიდან, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს", - თქვა ანდრეს კარასკომ იტალიურ მედიასთან საუბრისას.

ანდრეს კარასკო “დინამო თბილისის” აკადემიას თავდაპირველად, 2011-12 წლებში ხელმძღვანელობდა, როცა აკადემია შენების პროცესში იყო და სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში სწორედ მან შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი, 2022 წლის 1 იანვრიდან კი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში დაბრუნდა. მას კარიერის ყველაზე დიდი პერიოდი (1999-2011) წლებში “ბარსელონაში”, კერძოდ “ლა მასიაში” აქვს გატარებული.

სხვა სტატიები