Belive

ანდრეი დემჩენკო: "საქართველოში დუნაისკას მსგავსი გუნდი არ გვყავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023/24 წლების სეზონის უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში საქართველოს ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი გორის "დილა" სლოვაკურ "დუნაისკა სტრედასთან" სტუმრად - 1:2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ძალიან ხარისხიან მეტოქეს გადავეყარეთ, რომლის მსგავსიც ჩვეულებრივ საქართველოში არ თამაშობს. ჩვენი მეტოქე ძლიერ ფეხბურთს თამაშობს.

ჩვენ ორი შეცდომა დავუშვით და მასპინძლებმა კონტრშეტევებზე ორი გოლი გაიტანეს. ვცდილობდით გამოგვეყენებინა ჩვენი ძალა ფლანგებზე.

ვიღებთ ამ შედეგს და საპასუხო მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ წინსვლისა და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის", - თქვა უკრაინელმა სპეციალისტმა.

გორის "დილასა" და "დუნაისკა სტრედას" შორის საპასუხო შეხვედრა 20 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები