Belive

ანდრეას კრისტენსენი ბარსელონას ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსის'' ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეას კრისტენსენი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. ინფორმაციას კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. დანიელი მცველი "ბარსელონას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა. კრისტენსენი "ჩელსიში" 2014 წლიდან თამაშობდა, თუმცა ორი წელი "გლადბახში" გაატარა. გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა "არისტოკრატების" მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. დღეს "ბარსელონამ" უკვე მეორე ფეხბურთელი გაიფორმა - რამდენიმე საათის წინ, კატალონიელებმა ფრანკ კესის ტრანსფერი დაადასტურეს.


სხვა სტატიები