Belive

"ანდრეამ მითხრა, რომ ის ფენომენალურია" - მანჩინი კვარაცხელიაზე

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია, ბრწყინვალე სეზონს ატარებს.

კვარაცხელიას მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ და რობერტო მანჩინი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელმაც "კვარადონას" შესახებ ისაუბრა.

La Gazzetta Dello Sport-ან საუბარში სახელოვანი იტალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას შესახებ ჯერ კიდევ 5 წლის წინ, მისი შვილისგან შეიტყო.

"5 წლის წინ, მის შესახებ საუბრისას ჩემმა შვილმა ანდრეამ მითხრა, რომ ფენომენალურია. ის მართალი აღმოჩნდა", - რობერტო მანჩინი.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" 33-წლიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და იტალიის სერია A-ს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. კვარაცხელია "პარტენოპეის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. კვარამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, თუმცა, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და დიდია ალბათობა, რომ მისი სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

სხვა სტატიები