Belive

ანდრეა პირლო მომავალ სეზონში იტალიურ გუნდს ჩაიბარებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო მომავალ სეზონში ,,სპეციაში'' დაინიშნება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. 42 წლი სპეციალისტი ტიაგო მოტას ჩაანაცვლებს, რომელიც კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. სერია ა-ს 35 ტურის შემდეგ, ,,სპეცია'' 33 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა და გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენა, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს. ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს ,,იუვენტუსში'' დაიწყო, საიდანაც 1-წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს. მისი ხელმძღვანელობით ტურინელებმა კოპა იტალია და ქვეყნის სუპერთასი მოიგეს.


სხვა სტატიები