Belive

ანდრეა პირლო დუბაი იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

46 წლის სპეციალისტი, ანდრეა პირლო დუბაი იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ იტალიელის დანიშვნა გუნდის დიდ ამბიციებზე მეტყველებს.

,,პირლო ჩვენი კლუბის ღირებულებებსა და ამბიციებს განასახიერებს და გვჯერა, რომ ის დუბაი იუნაიტედის ახალ დონეზე აყვანაში მთავარი ფიგურა იქნება.'' - თქვა გუნდის პრეზიდენტმა, ილიე ჩებანუმ

ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს იუვენტუსში დაიწყო, საიდანაც 1-წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს. იტალიელი ბოლოს სამპდორიაში მუშაობდა.

დუბაი იუნაიტედი 2022 წელს დაარსდა და გუნდი ამ მომენტისთვის ემირატების რანგით მე-2 დივიზიონში ასპარეზობს.

View this post on Instagram

A post shared by United FC (@utdfc_official)