Belive

ანდრე ონანა ინტერში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო, რომელიც სატრანსფერო სიახლეებზე მუშაობს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 26 წლის კამერუნელი მეკარე, რომელიც ამჯერად "აიაქსში" ირიცხება, მილანური კლუბის "ინტერის" ფეხბურთელი გახდება. რომანოს ინფორმაციით, კამერუნელმა ფეხბურთელმა და იტალიურმა კლუბმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და იანვრიდან ონანა "ინტერში" ითამაშებს.

კამერუნელი მეკარე 2022 წელს (2022/2023 წლების სეზონს) მთლიანად იტალიურ გრანდში გაატარებს თავისუფალი აგენტის სტატუსით. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ონანას შეძენით, კატალონიის "ბარსელონა" იყო დაინტერესებული, თუმცა კატალონიელებმა მის შეძენაზე უარი განაცხადეს. ონანა 2016 წლიდან "აიაქსის" რიგებში ირიცხება და მას ჯამში 142 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც შეეხება კამერუნის ეროვნულ ნაკრებს, მან ნაკრებში 2016 წლიდან დღემდე 18 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები