ანჩელოტიმ რეალში მარკო ვერატის მოყვანა მოითხოვა

მადრიდის “რეალის” 63 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა – კარლო ანჩელოტიმ, “სამეფო კლუბში” იტალიელი ნახევარმცველის – მარკო ვერატის მიყვანა მოითხოვა.

ლეგენდარულ სპეციალისტს პრეკონფერენციის დროს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მარტო ვერატი მისი ერთ-ერთი საყვარელი ნახევარმცველია.

ცნობილი ესპანური გამოცემების მიხედვით, კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტს – ფლორენტინო პერესს სთხოვა, რომ მას კლუბში ვერატი სჭირდებოდა, რაზეც თანხმობა მიიღო, თუმცა როგორც ცნობილია, მადრიდის “რეალსა” და “პსჟ”-ს მესვეურებს საკმაოდ ცუდი ურთიერთბა აქვთ და შესაძლოა ეს ტრანსფერი მხოლოდ ამ მიზეზით არ შედგეს.

შეგახსენებთ, რომ მარკო ვერატის პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა იგი “პსჟ”-ში ყოფნით უკმაყოფილოა და ზაფხულში კლუბის დატოვება სურს.

მარკო ვერატი “პსჟ”-ში 2012 წლიდან თამაშობს, რა დროშიც მან 273 მატჩი ჩაატარა.

ანჩელოტიმ რეალში მარკო ვერატის მოყვანა მოითხოვა

სტატიის ავტორი
-