Belive

ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის გამარჯვებული ივარაუდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩები სტარტს 4 ოქტომბერს აიღებს და წინ არაერთი საინტერესო მატჩი გველის.

ლეგენდარულმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების გამარჯვებული ივარაუდა და აღნიშნა, რომ ლიგას 3 მთავარი ფავორიტი ჰყავს.

"ჩემპიონთა ლიგა წელს განსაკუთრებულად მომწონს, შეიძლება იმიტომ, რომ ამას შორიდან ვუყურებ და სამსახურეობრივად ჩართული არ ვარ.

კონკურენცია საკმაოდ მაღალია. თასისთვის რეალი, ბაიერნი, პსჟ და სიტი იბრძოლებენ, თუმცა მთავარი ფავორიტი მადრიდის რეალია - ასეთია ჩემი პროგნოზი და მგონია, რომ ლიგას სწორედ რეალი მოიგებს.

ბევრი იტყვის, რომ მიკერძოებული ვარ რეალის გამო, თუმცა ამას სრულიად სამართლიანად ვამბობ..." - კარლო ანჩელოტი

მადრიდის რეალი მომდევნო შეხვედრას მერსისაიდული გუნდის წინააღმდეგ 4 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს. მატჩი 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები