Belive

ანჩელოტი: "ვინისიუსი დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ლივერპული"ორი მატჩის ჯამში 6:2 დაამარცხა. "სამეფო კლუბი" შარშან მოპოვებული ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.

მატჩისშემდეგომ პრესკონფერანციაზე, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ყველაზე საინტერესო ის ფაქტი იყო, რომ "პაპა კარლომ" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა.

"ჩემთვის ვინისიუს ჟუნიორი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის საფრთხეს უქმნის ყველას და ყველაფერს ყოველ ჯერზე, როცა წინსვლას ცდილობს. ლივერპულის წინააღმდეგ ბერნაბეუზე მან გოლი ვერ გაიტანა, თუმცა მოედანზე მაინც ყველასგან გამორჩეული იყო, ეს მარტივი არ არის, მითუმეტეს ისეთ კლუბში, როგორიც მადრიდის რეალია..."

სხვა სტატიები