Belive

ანჩელოტი სიტიზე: ,,ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო რეალმა მაისში მიიღო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ,,მანჩესტერ სიტიზე'' ისაუბრა, რომელიც ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალზე გასული წლის საუკეთესო კლუბად დასახელდა:

,,არ ვიცი, როგორი კრიტერიუმებია. ვფიქრობ, საქმე მხოლოდ გუნდებს არ ეხება, რადგან საუკეთესო იყო მადრიდის ,,რეალი'', რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. საკლუბო დონეზე სხვა რა კრიტერიუმი არსებობს არ ვიცი.

ნახევარფინალში ,,სიტის'' დამარცხება ძალიან გაგვიჭირდა. მათ პრემიერლიგა მოიგეს. ამ პრიზს პატის ვცემ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო ჩვენ მაისში მივიღეთ,'' - ანჩელოტის სიტყვებს Marca ციტირებს.

,,რეალმა'' გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო, თუმცა წლის საუკეთესო გუნდების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. მეორეზე ,,ლივერპული'' გავიდა, საუკეთესოდ კი ,,მანჩესტერ სიტი'' დასახელდა.

სხვა სტატიები