Belive

ანჩელოტი: ,,სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამას არავინ მოელოდა''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' გამართული მატჩი შეაფასა:

,,კარგად დაბალანსებული მატჩი გამოვიდა, ორივე გუნდმა შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა. ვცდილობდით, რომ მეტოქისთვის სწრაფი ფეხბურთი შეგვეთავაზებინა.

სიტიმ სწრაფი გოლი გაიტანა და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იმ წერტილიდან დარტყმას არავინ მოელოდა. თუმცა, ჩვენ ამაზე კარგი რეაქცია გვქონდა და 60 წუთის განმავლობაში შესანიშნავად ვითამაშეთ. შემდეგ კი მეტოქემ ორი აუღებელი გოლი გაიტანა. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მატჩის სტარტზე გაშვებულმა გოლმა ჩვენს მენტალიტეტზე რაიმე გავლენა იქონია.

რა თქმა უნდა, გვინდოდა, რომ საპასუხო მატჩს მცირე უპირატესობით მაინც შევხვედროდით, მაგრამ მაინც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ და თუ ერთ კვირაშიც ასე იქნება, მომდევნო ეტაპზე გასვლას შევძლებთ.'' - კარლო ანჩელოტი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 აპრილს, მანჩესტერში გაიმართება.

სხვა სტატიები