Belive

ანჩელოტი რეალის კალენდარზე: ,,არსებობს ზღვარი, რომლის მიღწევა შეუძლებელია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,სამეფო გუნდის'' გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა:

,,ტურნირებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ ვაპირებთ, რადგან ფინალთან ძალიან ახლოს ვართ. ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავედით და ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზეც ვიბრძვით.

ძალების სწორად განაწილება მნიშვნელოვანია, რადგან ეს წარმოუდგენლად რთული კალენდარია. ვფიქრობ, ცოტა ხნით უნდა შევისვენოთ, რადგან თუ ფეხბურთელები გადაიღლებიან, ყველაფერი დასრულდება. თამაში გვიხარია და გამუდმებით ვიბრძვით, მაგრამ, ვფიქრობ, არსებობს ზღვარი, რომლის მიღწევა შეუძლებელია. ამის თავიდან ასაცილებლად რაღაც უნდა გაკეთდეს,'' - ანჩელოტის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

,,რეალს'' თებერვალში სამი ტურნირის (ლა ლიგის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის) მატჩები ელის. ანჩელოტის გუნდს ამ თვეში მინიმუმ 8 შეხვედრის ჩატარება უწევს.

სხვა სტატიები