Belive

ანჩელოტი: ,,ნორმალურია, რომ ჯილდოები მესიმ, სკალონიმ და მარტინესმა მიიღეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ფიფას დაჯილდოების შედეგებს გამოეხმაურა:

,,ჩვენთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინამ დამსახურებულად იმარჯვა. ნორმალურია, რომ ჯილდოები მესიმ, სკალონიმ და მარტინესმა მიიღეს.

ამას ჩემი ყურადღება არ მიუქცევია. ასევე, ნორმალურია, რომ საუკეთესო სამეულში ეს ფეხბურთელები მოხვდნენ (მესი, მბაპე, ბენზემა). მე სამი მოთამაშის დასახელება არ შემიძლია, რადგან ინტერესთა კონფლიქტი მაქვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ,,რეალიდან'' არიან,'' - ანჩელოტის სიტყვებს Marca ციტირებს.

FIFA The Best-ის დაჯილდოებაზე 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დასახელდა, საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი, საუკეთესო მწვრთნელად კი ლიონელ სკალონი.

სხვა სტატიები