Belive

ანჩელოტი: ,,მანჩესტერ სიტისთან შანსები აუცილებლად გვექნება''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მანჩესტერ სიტი ძალიან ორგანიზებული გუნდია, მათ თავდაცვა და შეტევა შეუძლიათ. თუმცა, შანსები აუცილებლად გვექნება. შეგვიძლია, რომ მეტოქეს ტოლსწორად ვეთამაშოთ.

ჰოლანდი ძალიან საშიში ფეხბურთელია, საფრთხეს მუდმივად ქმნის. ეს გუნდი გასულ სეზონშიც სახიფათო იყო, მაგრამ ჰოლანდის გადასვლით მათ კიდევ უფრო მეტი შემტევი ძალა დაემატათ. ჩვენი გეგმა მხოლოდ ნორვეგიელის შეჩერება არ არის, გვინდა, რომ გავაჩეროთ გუნდი, რომელიც შეუჩერებელი ჩანს.

რა თქმა უნდა, ჩემს გუნდს ხვალ დადებითი შედეგის მიღწევა სურს, გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ. ჩვენი მიზანია, პრობლემები თავიდან ავიცილოთ. საპასუხო მატჩის წინ, მცირე უპირატესობის მოპოვებაც კარგ განწყობას შეგვიქმნის. რთული შეხვედრა გველის,'' - განაცხადა ანჩელოტიმ.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალი'' ,,მანჩსტერ სიტის'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები