Belive

ანჩელოტი: ,,ჩემი და გატუზოს ურთიერთობა ყოველთვის კარგი არ ყოფილა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ვალენსიასთან'' გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ჩვენი კლუბისთვის თასები მნიშვნელოვანია. გასულ წელს ამ ტურნირში გამარჯვებამ თავდაჯერებულობა და ბრძოლის სურვილი შეგვმატა. იმედი მაქვს, რომ ახლაც ასე მოხდება. კარგად უნდა მოვემზადოთ და ,,ვალენსიასთან'' ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშოთ, რათა სახლში კიდევ ერთი თასით დაბრუნება შევძლოთ.

ის, რომ სეზონის ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში ვერ ვიქნებოდით, მოსალოდნელი იყო. ,,ვილიარეალთან'' მატჩმა გამაკვირვა, სულ სხვა გუნდი ვნახე. თავი უკეთ უნდა დავიცვათ, რადგან ეს არც ისე კარგად გამოგვივიდა.

მე და გატუზოს ბევრი ბედნიერი მომენტი გვქონდა, რადგან ვიგებდით და ერთად დიდ დროს ვატარებდით. პირადი პრობლემების გამო, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის კარგი არ ყოფილა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს.

ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თასის მოგებასთან ძალიან ახლოს ვართ და მის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის,'' - ანჩელოტის სიტყვებს ,,რეალის'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ხვალ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ,,რეალი'' ,,ვალენსიას'' შეხვდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები