Belive

ანჩელოტი: ,,ბენზემას შეცვლა შეუძლებელია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, განაცხადა, რომ კარიმ ბენზემას შეცვლა შეუძლებელია:
,,თავდამსხმელები გვყავს, სიაში ბევრნი არიან. კარიმი, მარიანო, აზარი, ასენსიო, როდრიგო. გასაგებია, რომ თუ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი ვერ შეძლებს თამაშს, ეს გუნდზეც აისახება. ბენზემას შეცვლა ახლა შეუძლებელია, ასეთი ფეხბურთელი დედამიწაზე არ არსებობს. ალტერნატიული გადაწყვეტილებები გვაქვს,'' - ანჩელოტის სიტყვებს Marca ციტირებს.
ბენზემამ გასულ სეზონში მადრიდის ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები