ჯანო ანანიძისა და მოსკოვის "სპარტაკის" 11-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.
აღნიშნული ინფორმაცია "სპარტაკის" გენერალურმა დირექტორმა ტომას ცორნმა დაადასტურა.
ანანიძეს მოსკოველებთან კიდევ 16-თვიანი კონტრაქტი აკავშირებდა. 27 წლის ნახევარმცველმა ხელფასის 2/3-ის კომპენსაცია მოითხოვა. რუსული მედიის თანახმად, "სპარტაკი" ქართველის 8 თვის ხელფასს გადაიხდის, რაც მილიონ ევროს უდრის.