Belive

ამორიმი: "არსენალთან თამაშისთვის შეშკო მზად იქნება"

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის განცხადებით, ბენიამინ შეშკო და ანდრე ონანა წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნებიან.

„გუნდის ახალმა თავდამსხმელმა ვარჯიშებზე თავი ფიზიკური სიძლიერით გამოიჩინა. შეშკო ფეხბურთით შეპყრობილია", - განაცხადა ამორიმმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„პირველ რიგში, შეშკო ფიზიკურად მზადაა, ეს კი პრემიერ ლიგაში უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ის გონიერია და ყველა დეტალს ითვალისწინებს, მუდმივად ფიქრობს და მთელი შუადღე ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას დაუთმო. სათამაშოდ მზადაა და, ვნახოთ, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში“, - თქვა ამორიმმა.

"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის თქმით, მთელი წინასასეზონო პერიოდის გამოტოვების მიუხედავად, გუნდის კარი ანდრე ონანამ შეიძლება დაიცვას. გუნდს ასევე დაუბრუნდა ზირკზე, თუმცა ნუსაირ მაზრაუი და ლისანდრო მარტინესი კვლავ ლაზარეთში რჩებიან.

შეგახსენებთ, ბენიამინ შეშკო "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი შენაძენია. 22 წლის სლოვენიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, MU-მ "ლაიფციგს" €76.5 მილიონი გადაუხადა.

გასულ სეზონში, გერმანული კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 35 შეხვედრაში, ახალგაზრდა ფორვარდმა 21 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პრემიერ ლიგის I ტურში, დიდი სანახაობა გველოდება: "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "არსენალს" უმასპინძლებს. შეხვედრა 17 აგვისტოს, 19:30-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები