Belive

ამერიკაში, მსაჯი იძულებული გახდა, საფეხბურთო მატჩი შეეწყვიტა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამერიკის ქალთა საფეხბურთო ლიგაში, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის გამო, რასინგ ლუისვილსა და სიეტლ რეინს შორის მატჩი მსაჯმა ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი შეყვიტა.

ინციდენტი პირველი ტაიმის დამატებულ დროში მოხდა, როდესაც ლუისვილის 27 წლის ნახევარმცველი, სავანა დემელო მინდორზე გაჭირვებით ჩამოჯდა. მსაჯმა დასახმარებლად ჯერ მწვრთნელებს მიმართა, მაგრამ რამდენიმე წამში ფეხბურთელი უგონოდ დაეცა.

დემელო, რომელმაც აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში შვიდი მატჩი ჩაატარა, თანაგუნდელ ნაომი გირმასთან ერთად, სასწრაფო დახმარების მანქანით, ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს, რასინგ ლუისვილისა და სიეტლ რეინის მატჩი, სავანა დემელოსთან დაკავშირებული სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევის გამო შეწყდა.

სავანა, რომელსაც სამედიცინო პერსონალისგან დაუყოვნებლივი დახმარება გაეწია მოედანზე, სტაბილურად და ფხიზლადაა.

თამაშის დარჩენილი ნაწილი სხვა თარიღისთვის გადაიდება. - ვკითხულობთ NWSL-ის განცხადებაში

NWSL-მა ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ლიგის „პირველი პრიორიტეტი“ მოთამაშეთა უსაფრთხოებაა და ყველანაირი სხვა დისკომფორტი გვერდზე იქნება გადადებული.