Belive

ამას ვინ წარმოიდგენდა? - რამოსი მესის გულთბილად მიესალმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მრავალი წლის განმავლობაში, სერხიო რამოსი და ლეო მესი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ. ესპანელი და არგენტინელი სუპერვარსკვლავები "პარი სენ-ჟერმენში" თანაგუნდელები გახდნენ და სერხიო რამოსი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელიც მესის მიესალმა. რამოსი და მესი "ელ კლასიკოში" საკუთარი კლუბების კაპიტნები იყვნენ, თუმცა "რეალთან" და "ბარსელონასთან" კონტრაქტების ვერ შეთანხმების შემდეგ, ზაფხული ორივე მათგანისათვის პარიზული გრანდის მაისურის მორგებით სრულდება. ლეო მესის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, სერხიო რამოსი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელიც არგენტინელს მიესალმა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, რამოსმა აღნიშნა: "ვინ იფიქრებდა, რომ ასე მოხდებოდა, ლეო?"

ფრანგულ მედია საშუალებებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამოსმა მესის ოჯახს საკუთარ სახლში დარჩენა შესთავაზა.

სხვა სტატიები