Belive

ალჟირელი ფეხბურთელი კომპიუტერული თამაშის გამო ნაკრებიდან მოკვეთეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალჟირის ნაკრების ფეხბურთელი, ჰარის ბელკებლა ეროვნული ნაკრებიდან საინტერესო მიზეზის გამო მოკვეთეს. ბელკებლა კომპიუტერული თამაშის დროს ონლაინში უკანალის ჩვენების გამო მოკვეთეს. ჰარის ბელკებლას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი უნდა ჰქონოდა, რომელიც ამ მიზეზის გამო არ შედგა. ფრანგული "ბრესტის" 25 წლის ნახევარმცველი ალჟირის 23 წლამდე ნაკრების წევრი იყო, სადაც მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. ამ ქმედების გამო, სავარაუდოდ მისი სანაკრებო კარიერა დასრულდა. ალჟირის ნაკრები აფრიკის თასზე ითამაშებს. მათი კაპიტანი "სიტის" შემტები რიად მაჰრეზია. ალჟირი C ჯგუფში, კენიასთან, სენეგალთან და ტანზანიასთან ერთად არის. აფრიკის თასი 21 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. მას ეგვიპტე მასპინძლობს.

სხვა სტატიები