ალვარესი ატლეტიკოდან მიდის - ფეხბურთელს ბარსელონაში თამაში სურს
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემები იწერებიან, 26 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა - ხულიან ალვარესმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და ზაფხულში მადრიდული კლუბის დატოვებას გეგმავს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ალვარესი მიიჩნევს, რომ ატლეტიკოში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და სურს კარიერა ისეთ კლუბში გააგრძელოს, სადაც რეგულარულად იბრძოლებს ტიტულებისთვის. არგენტინელის სურვილია, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კარიერა ბარსელონაში გააგრძელოს, რომელსაც თავის მხრივ უკვე დიდი ხანია მიზანში ჰყავს ამოღებული არგენტინელი ფორვარდი.
🚨🚨| BREAKING: Julian Alvarez WILL PLAY for FC Barcelona after the World Cup, price would be around €70M. His time at Atlético Madrid is OVER.
— Managing Barça (@ManagingBarca) February 19, 2026
He wants to join a better team, a team where he can win more titles. There was interest from Arsenal as well, but he will join Barça.… pic.twitter.com/1PtQTMIBWk
კატალონიური გრანდიც უკვე დიდი ხანია, რაც არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებით ინტერესდება და წინასწარი ინფორმაციით, კატალონიელებს ტრანსფერისთვის, დაახლოებით 70 მილიონი ფუნტი აქვს გამზადებული.
არგენტინურ მედიაშიც აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ალვარესმა ატლეტიკო სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესი მადრიდული კლუბის ღირსებას 2024 წლიდან იცავს, რა პერიოდშიც 92 მატჩი ჩაატარა და 42 გოლის გატანა შეძლო.