Belive

ალკანტარა VAR-ის სისტემის წინააღმდეგ | "შეცდომები მსაჯებმაც უნდა დაუშვან"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ცვლილებების გამო, რაშიც ძირითად ნაწილში ის VAR-ის არსებობას გულისხმობს, თამაში თავის "მაგიას" და ხიბლს სრულიად კარგავს. "ლივერპულის" ნახევარმცველი ამბობს, რომ მას სძულს თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს VAR-ის სისტემა, რომელიც მისივე აზრით არა თუ სარგებლის, არამედ მხოლოდ ზიანის მომტანია.
"VAR-ის სისტემის დანერგვამდეც მისი წინააღმდეგი ვიყავი და ახლა, როდესაც უკვე საფუძვლიანად დანერგილია ეს სიტემა, სულ უფრო მიღვივდება მის მიმართ სიძულვილი"  "ჩვენ, ფეხბურთელები ვუშვებთ შეცდომებს და ვფიქრობ, რომ შეცდომების დაშვების უფლება მსაჯებსაც უნდა ჰქონდეთ"  "რომ არა შეცდომები, უამრავი მითიური და მაგიური მომენტი არ ექნებოდა ფეხბურთის ისტორიას და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მეთანხმებით" "როდესაც გოლს იტან და გინდა რომ მთელი ემოციები ამოაფრქვიო და შენი ტვინის გარკვეული ნაწილი მუდმივ რეჟიმში იმას ფიქრობს, ჩაითვლება თუ არა ეს გოლი, ეს სრული საშინელებაა. იგივეა გულშემატკივრების შემთხვევაშიც - მაშინ, როდესაც შენი საყვარელი ნაკრების ან კლუბის მიერ გატანილ გოლს მთელი არსებით ზეიმობ და უცებ VAR-ის სისტემა აფიქსირებს, რომ გოლის გამტან ფეხბურთელს საგოლე გადაცემის მომენტში თითი ჰქონდა ოდნავ წინ და თამაშგარე ფიქსირდება, ეს საშინელება არაა?!" ,- აცხადებს ტიაგო ალკანტარა.
ტიაგო ალკანტარა პირველი ნამდვილად არ არის ვინც მსგავსი ტიპის აზრს აჟღერებს, მას ძალიან ბევრი ადამიანი ეთანხმება, როგორც საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებიდან, ასევე ამ სპორტის სახეობის უამრავი ქომაგი მსგავსი შინაარსის აზრზეა, რასაც სოციალურ ქსელში აქტიურად გამოხატავენ. საყურადღებოა, რომ ალკანტარა იმ ადამიანების რიგებშია, ვინც VAR-ის გამოჩენისთანავე მისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

სხვა სტატიები