Belive

ალისონის ტრანსფერზე სერია A-ს გრანდები მუშაობენ

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლივერპულის ბრაზილიელ მეკარეს ალისონ ბეკერს, ბოლო დროს ხშირად უკავშირებენ სერია A-ს გრანდებს - იუვენტუსს და ინტერს.

იტალიურმა საფეხბურთო გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ალისონის გადასაბირებლად იუვენტუსს უფრო დიდი უპირატესობა აქვს, ვიდრე მილანის ინტერს.

ბიანკონერი თვლის, რომ მათ შეუძლიათ ბრაზილიელის ხელფასის მოთხოვნების დაკმაყოფილება და იმედოვნებენ, რომ ამაში დიდ როლს ლუჩანო სპალეტის ფაქტორიც იქონიებს.

სანამ ალისონი გუნდს შეიცვლის, ყველაზე ხშირად ბრაზილიელს აღნიშნულ ორ იტალიურ გუნდს უკავშირებენ, რადგან ნერაძური, სავარაუდოდ 37 წლის იან ზომერს დაემშვიდობება, მას სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება, ხოლო იუვენტუსი თავის მხრივ მიკელე დი გრეგორიოს თამაშით არ არის კმაყოფილი და ამას ბოლო პერიოდიც მოწმობს, როდესაც მან მთავარი მეკარის პოსტი დაკარგა.

ალისონ ბეკერს ლივერპულთან კონტრაქტი 2026/27 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მაგრამ იუვენტუსი მის შესაძენად ბოლომდე იბრძვის, ეს ფაქტორი თანდათან უფრო რეალური, რადგან ლივერპულს გიორგი მამარდაშვილი ჰყავს და მიმდინარე სეზონში მან რამდენიმე შეხვედრაშიც უკვე მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იუვენტუსს ალისონისთვის შესაფერისი ხელფასის გადახდაც შეუძლია, ამჟამად ბრაზილიელი სეზონში დაახლოებით 6 მილიონ ევროს იღებს, რაც იუვენტუსში ფეხბურთელების ამჟამინდელ ხელფასებს არ აღემატება.

იუვენტუსს კიდევ ერთ მეკარეს უკავშირებენ, გავრცელებული ინფორმაციით არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესიც შეიძლება იყოს პოტენციური კანდიდატი.

სხვა სტატიები