Belive

ალისონი რჩება - გიორგი მამარდაშვილის ამბავი გაურკვეველია

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იუვენტუსთან მოლაპარაკებების მიუხედავად, ალისონი ლივერპულში მომდევნო სეზონშიც დარჩება, რასაც არაერთი სანდო წყარო ადასტურებს. მერსისაიდულ კლუბს ბრაზილიელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, ინფორმაციას Sky Sports-ის რეპორტიორი ვინი ო’კონორი და ცნობილი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებენ.

ალისონ ბეკერის იუვენტუსში გადასვლის ამბავი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ როგორც ახლა ხდება ცნობილი ყველაფერი ბოლო წამს ჩაიშალა და ბრაზილიელი წასვლას არსად აღარ აპირებს.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას, როგორც სხვადასხვა წყაროები იტყობინებიან მას რამდენიმე მსურველი ჰყავს, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია, პირველადი ინფორმაციით ლივერპულმა შესაძლოა ის გაანათხოვროს.

სხვა სტატიები