ალისონი ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის მეკარე ალისონ ბეკერი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება, ინფორმაციას ბრიტანული სპორტული გამოცემის, Mail Sport-ის სპორტული ჟურნალისტი ლუის სტილი ავრცელებს. მერსისაიდული კლუბი ამ კვირაში, კერძოდ შაბათს ნოტინგემ ფორესტს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა მეკარემ ტრავმა 30 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე გალათასარაის წინააღმდეგ მიიღო და მას შემდეგ არცერთი წუთით არ უთამაშია და ის გიორგი მამარდაშვილმა ჩაანაცვლა.
Alisson is set to return to the starting XI vs Nottingham Forest on Saturday.
— The Anfield Talk (@TheAnfieldTalk) November 20, 2025
[@LewisSteele_] pic.twitter.com/Gd2qAIiHJE
ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში 18 ქულით მე-8 პოზიციაზეა (6 მოგება, 0 ფრე, 5 მარცხი). ჩემპიონთა ლიგაზე კი მერსისაიდულ გუნდს 9 ქულა აქვს და იქაც მე-8 ადგილს იკავებს (3 მოგება, 0 ფრე, 1 მარცხი).