Belive

"ალისონ ბეკერი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, ცხადია პირველი ნომერი ის იქნება" - ლივერპულის ყოფილი მეკარე

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის ყოფილმა მეკარემ, ნიდერლანდელმა სანდერ ვესტერველდმა მერსისაიდული გუნდის შემადგენლობაზე ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ინტერვიუში ძირითადი და სათადარიგო მეკარეები დაასახელა, ვესტვერველდის აზრით ალისონ ბეკერი გუნდში უდავოდ პირველი ნომერი იქნება.

ყოფილმა ფეხბურთელმა როგორც გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა, ასევე კიდევ ერთ ახალწვეულ 20 წლის მეკარე არმინ პეკშიზე:

ალისონ ბეკერი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, ცხადია პირველი ნომერი ის იქნება. ზოგადად გუნდს უნდა ჰყავდეს რამდენიმე შესანიშნავი მეკარე, რადგან თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება, მეორემ შეძლოს თამაშში ჩართვა. კელეჰერის წასვლის შემდეგ მამარდაშვილს ამის გაკეთება შეუძლია.

რაც შეეხება არმინ პეკშის, ის სავარაუდოდ მესამე არჩევანი იქნება, მაგრამ მან სწორედ ამის ხარჯზე უნდა ისწავლოს და მოთმინება შეინარჩუნოს.

მესამე მეკარე ჯერჯერობით ახალგაზრდაა, რომელმაც დანარჩენ ორს უნდა მიბაძოს და მათგან ისწავლოს. მათ ყველა წუთი უნდა გამოიყენონ, შესაძლოა ლიგის თასზე ან სეზონისწინა თამაშებზე... უბრალოდ ივარჯიშეთ მსოფლიოს საუკეთესოებთან ერთად და შეეცადეთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ. - სანდერ ვესტერველდი - ლივერპულის ყოფილი მეკარე

სხვა სტატიები