Belive

ალიანც არენასთან ფრანც ბეკენბაუერის ძეგლს დადგამენ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ფრანც ბეკენბაუერს, რომელიც 7 იანვარს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, "ალიანც არენას" წინ ბრინჯაოს ძეგლს დაუდგამენ. ინფორმაციას ბავარიული კლუბის ქომაგთა ასოციაცია ავრცელებს.

კაიზერის ქანდაკება 1,5-ჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე რეალურად ბეკენბაუერი იყო (დაახლოებით 2,70 მეტრი). კვარცხლბეკი "ბაიერნის" ლოგოს ალმასის ფორმის იქნება, ქანდაკება კი ადგილს ლეგენდარული გერმანელი თავდამსხმელის, გერდ მიულერის ძეგლის გვერდით დაიკავებს. მიულერი 2021 წლის 15 აგვისტოს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ ქანდაკებამ ხალხს კაიზერის - "მაესტროს" ელეგანტური და დაუვიწყარი სათამაშო პოზა უნდა გაახსენოს - ნათქვამია იმ ფონდის განცხადებაში, რომელმაც მონაწილეობა გერდ მიულერის ძეგლის დადგმაში მიიღო

"მიუნხენის ბაიერნმა" და ფრანც ბეკენბაუერის ოჯახმა პროექტი უკვე დაამტკიცეს. გულშემატკივრებს შეუძლიათ დაფინანსებაში მონაწილეობა შემოწირულობებით მიიღონ. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ გახსნა წელიწადნახევარში მოხდება.

"კაიზერი" და "ბომბდამშენი" ერთმანეთს ალიანც არენას წინ ისევ შეხვდებიან. ბაიერნში მენეჯერად მუშაობის პერიოდში, 2000-იანი წლების დასაწყისში, ბეკენბაუერმა ამ სტადიონის მშენებლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.