ალი დაეის ოჯახი ირანიდან არ გაუშვეს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ირანის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის, ალი დაეის ოჯახის წევრებს ქვეყნიდან გაფრენის საშუალება არ მისცეს.
დაეის თქმით, მისი მეუღლე და შვილი დუბაიში დასასვენებლად უნდა ჩაფრენილიყვნენ, თუმცა თვითმფრინავი სპარსეთის ყურის ერთ-ერთ კუნძულზე დაეშვა და ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ფრენიდან მოხსნეს.
,,თუ მათ ქვეყნიდან გასვლა აკრძალული ჰქონდათ, ამის შესახებ პასპორტკონტროლის დროს უნდა გაეგოთ. ამაზე პასუხი არავინ გამცა,’’ - განაცხადა დაეიმ.
ალი დაეი ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ მასობრივ პროტესტს მხარს ღიად უჭერს.