Belive

ალეშანდრე პატო: "მილანში დაბრუნება ჩემი ოცნებაა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა ალეშანდრუ პატომ ისაუბრა კლუბში დაბრუნების ოცნებაზე და ასევე, "როსონერის" ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან თამაშის სურვილი გამოთქვა. "მილანთან" დიდი მოგონებები მაკავშირებს. 150 მატჩი, 63 გოლი, მოგებული სკუდეტო და იტალიის სუპერთასი. ამ კლუბში დაბრუნება ჩემი ოცნებაა. "მილანი" ჩემს გულშია.  დიახ, ზლატანის შემცვლელად ყოფნასაც დავთანხმდებოდი. თუმცა, მე რამდენიმე მატჩიც მეყოფოდა იმისთვის, რომ მწვრთნელი ჩემს შესაძლებლობებში დამერწმუნებინა. დარწმუნებული ვარ, ერთად ვითამაშებდით და მშვენიერ ტანდემსაც შევქმნიდით", - თქვა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა. 31 წლის ფორვარდი, რომელიც ტრავმებმა გატანჯა, "შავ-წითლების" ღირსებას 2008-13 წლებში იცავდა. იტალიიდან წასვლის შემდეგ, პატომ სამშობლოს მიაშურა, და ჯერ "კორინთიანსის", შემდეგ კი "სან პაულოს" მაისური მოირგო. პატოს ორჯერ ჰქონდა ევროპაში დაბრუნების მცდელობა, თუმცა "ვილიარეალსა" და ლონდონის "ჩელსიში" თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. შემდეგ იყო ჩინეთის სუპერლიგის ბინადარი "ტაინცინი" და ბოლოს "სან პაულოში" მეორედ მისვლა. 2020 წლის ზაფხულიდან კი ტავისუფალი აგენტია.

სხვა სტატიები