Belive

სანჩესს და ვიდალს კარანტინში გადაყვანა ემუქრებათ - ჩილეს ჯანდაცვის მინისტრი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"საფეხბურთო სამყაროს ვარსკვლავები, არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი ქვეყანაში დაბრუნებისთანავე კარანტინში მოხვდებიან" - განცხადება ჩილეს ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა. ალექსის სანჩესი მილანის "ინტერის" ფეხბურთელია, ხოლო არტურო ვიდალი კი "ბარსელონას" რიგებში ირიცხება. სწორედ ამ ქვეყნებში, (იტალიასა და ესპანეთში) მძვინვარებს კორონავირუსი, რის გამოც ჩილეს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში თამაშობენ და ეროვნულ ნაკრებში იქნებიან გამოძახებულები, მოხვდებიან კარანტინში და მათ შესაბამისი კვლევები ჩაუტარდებათ. სწორედ ასეთი ფეხბურთელები არიან არტურო ვიდალი, ალექსის სანჩესი და გარი მედელი, რომელიც ბოლონიას ფეხბურთელია. ჩილეს ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს 26 მარტს, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.    

სხვა სტატიები