კორონავირუსის გამო, ევროპის პრაქტიკულად ყველა საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ერთ-ერთ გამონაკლისს ბელარუსი წარმოადგენს, სადაც უმაღლესი ლიგის მატჩები მიმდინარეობს. ლონდონის "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა - ალექსანდრ გლებმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ამ წუთას ბელარუსში ყველაფერი კარგადაა. მთელი მსოფლიო ბელარუსის ჩემპიონატის მატჩებს უყურებს - არ ვიცი იღებენ თუ არა ამით სიამოვნებას. არ ვიცი რა ხდება "ბატეში". ჩემი აზრით ბიჭებს თავდაჯერებულობა აკლიათ და რწმენა დაკარგეს - მოედანზე ისინი აგრესიულად არ იქცევიან. შესაძლოა გამარჯვებებითა და ტიტულებით მოდუნდნენ - ეს ფსიქოლოგიაა. ისინი ვარჯიშობენ, ექიმები ყოველდღიურად უტარებენ ტესტებს. შესაძლოა რაღაცის შიში აქვთ. არ ვიცი რა ხდება, კლუბის შიდა სამზარეულოში არ ვარ ჩარეული", - აღნიშნა ალექსანდრ გლებმა.