Belive

ალექსანდერ სორლოტი: "კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია - ის უნდა შევაჩეროთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, ნორვეგიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, ალექსანდერ სორლოტმა ​კომენტარი გააკეთა. 

"კარგ ატმოსფეროსა და ძალიან კარგი საქართველოს ნაკრების ხილვას ველით.

როდესაც შენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს კარგავ ეს მარტივი არ არის. ზოგჯერ, დიდი ფეხბურთელები, შესაძლოა კონკრეტულ მატჩებში ფენომენალურები იყვნენ, თუმცა მის გარეშე კარგად თამაშიც უნდა მოვახერხოთ.

ხვიჩა კვარაცხელია მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენ შევეცდებით, რომ ის შევაჩეროთ", - თქვა 27 წლის თავდამსხმელმა.

საქართველოს ნაკრები ნორვეგიას 2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში 29 მარტს, ბათუმში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები