Belive

ალექსანდერ ჩეფერინის ინტერვიუ - "როგორი იქნება ფეხბურთი კორონავირუსის შემდეგ"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი აცხადებს რომ ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო, როგორც აქამდე იყო ცნობილი, 1 წლით გადაიდო და 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ალექსანდერ ჩეფერინმა The Guardian-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საკმაოდ საინტერესო თემებზე გამოთქვა საკუთარი აზრი.
"ცხადია, რომ არა კორონავირუსი, ევრო 2020 არსებულ ვადებში წარმატებით ჩატარდებოდა, თუმცა გამომდინარე არსებული სიტუაციიდან ტურნირის 1 წლით გადადება ოპტიმალურ გამოსავლად მოვიაზრეთ." "მე არ მომწონს შეხედულებები, რომლის თანახმადაც ვარაუდობენ ვირუსის მეორე, მესამე ან თუნდაც მეხუთე ტალღას და ახლიდან გამძვინვარებას, ალბათ იმიტომ, რომ ოპტიმისტი ვარ." "ჩვენ მზად ვართ ყველაფრისათვის და მივყვებით ავტორიტეტული ორგანოების მიერ გაცემულ ყველანაირ რეკომენდაციებს. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ძველი ფეხბურთი მაყურებლისა და გულშემატკივრების წინაშე ძალიან მალე აღდგება და დაბრუნდება"
UEFA-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც გუნდები გარკვეულ ფინანსურ ჩარჩოებში მოექცევიან.
"თუ რომელიმე კლუბი არ დაემორჩილება ჩვენს მიერ შემუშავებულ წესებს, ცხადია, რომ ისინი მუდმივად სანქცირებულნი იქნებიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი რეგულაციები და შევუთავსოთ თანამედროვე ფეხბურთს." ”ეს ძალიან მალე არ მოხდება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ არსებული წესების გაუმჯობესებას, მოდერნიზებასა და უფრო მეტი რამის გაკეთებას იმისათვის, რომ ჯანსაღი კონკურენტუნარიანი სიტუაცია შევქმნათ."  
კორონავირუსისაგან გამოწვეული კრიზისის ფონზე საფეხბურთო კლუბების ფინანსური მდგომარეობა ერთმნიშვნელოვნად გაუარესდა, ამის გამო ალექსანდერ ჩეფერინი ფეხბურთელების ხელფასების საკითხსაც შეეხო.
"ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები ხარბები არ არიან. იმას თუ როგორ განვითარდება მათი მატერიალური მდგომარეობის საკითხი გადაწყვეტს ბაზარზე არსებული სიტუაცია, არსებული კრიზისის ფონზე შესაძლებელია, რომ სახელფასო ციფრები შემცირდეს. ჩემი სურვილია, რომ ამ ყველაფერმა ფეხბურთელების პროტესტი არ გამოწვიოს, ამის არგუმენტად კი ის მაქვს, რომ მათი ხელფასები ძალიან მაღალია და სიტუაციიდან გამომდინარე დროებით კრიზისს უნდა დაემორჩილონ და შეეგუონ."  "ამრიგად ჩვენ ყველას ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ფეხბურთის სრულფასოვან აღდგენას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია. საზოგადოების ჩართულობისა და ფინანსური აქტივობების განახლების შედეგად ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება", - აცხადებს ალექსანდერ ჩეფერინი.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო სამყარო ეტაპობრივად ძველ რეჟიმს უბრუნდება, რიგ ქვეყნებში ადგილობრივი ჩემპიონატები უკვე აღდგა, მათ შორისაა გერმანიის ბუნდესლიგაც.

სხვა სტატიები