ალეხანდრო ბალდე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს
"ბარსელონას" მცველს, ალეხანდრო ბალდეს, გასულ ოთხშაბათს სან მამესში, თასის მეოთხედფინალური მატჩის დროს, "ატლეტიკთან" მიღებული მარჯვენა ფეხის მყესის ტრავმის გამო, დიდი დროის გამოტოვება მოუწევს.
კატალონიური კლუბის სამედიცინო სამსახურმა შაბათს დაადასტურა, რომ ბალდე, სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს. მოთამაშეს გადაწყვეტილების მიღება მოუწია: აერჩია ოპერაცია ან კონსერვატიული წესით მკურნალობა. ვარიანტების შეფასების შემდეგ გადაწყდა, რომ მცველს ოპერაცია ჩაუტარდება.
პერსპექტიული ახალგაზრდა მცველი, მიმდინარე სეზონში, გუნდის საკვანძო მოთამაშეა. მისი არყოფნა ბარსელონასთვის დამატებით პრობლემას წარმოადგენს. გუნდს, ფაქტობრივად, ახალ ტაქტიკურ მონახაზზე მორგება მოუწევს, რათა შეავსოს ბალდეს მიერ დატოვებული სიცარიელე შემადგენლობაში.
ბარსამ, თავისი სოციალური ქსელების მეშვეობით, ბალდეს მხარდაჭერა გამოუცხადა და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
Get well soon, Balde! ❤️🩹 pic.twitter.com/cq9YEqyYJ3
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 27, 2024