Belive

"ალეგრისა და მისი მოთამაშეების გამო ვწუხვარ" - ჟოზე მოურინიო

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე, "იუვენტუსი" კვლავ დასაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ბიანკონერის" 10 ქულა დააკლდა, რის შემდეგაც ტურინული გრანდი მე-7 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

"იუვენტუსი" დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში. პროკურორი სასამართლოსგან კლუბის 11 ქულით დასჯას ითხოვდა.

ტურინული გრანდის გარშემო შექმნილ ვითარებას ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მასიმილიანო ალეგრისა და მისი ფეხბურთელების გამო წუხს.

"ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ასეთი ამბის გაგება სიგიჟეა. ამის შესახებ "მონცასთან" და "ბოლონიასთან" გამართულ მატჩებამდე რომ გაგვეგო, რადიკალურად განსხვავებულ თამაშს ვაჩვენებდით. მასიმილიანო ალეგრისა და მისი ფეხბურთელების გამო ვწუხვარ", - ჟოზე მოურინიო.

შეგახსენებთ,

იანვარში იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. ქულების დაკლების გამო, გუნდი სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. თუმცა, აპრილში ტურინელებს იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩამორთმეული ქულები დაუბრუნა და ალეგრის გუნდმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები