Belive

ალეგრი: ,,ერთი რამ აუცილებლად უნდა შეიცვალოს - როცა თამაშგარეა, კუთხური არ უნდა ინიშნებოდეს''

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კომოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მილანის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,ჩვენს თავზე უნდა ვიყოთ ფოკისირებულნი, რადგან სეზონის დასრულებამდე სულ 3 თვე დარჩა და სწორედ აქ გადაწყდება ჩემპიონის ვინაობა. შეცდომების დაშვების დრო აღარ გვაქვს. ფაბრეგასი და კომო შესანიშნავად გამოიყურებიან და მხოლოდ მილოცვა შემიძლია. ფეხბურთში არის მომენტები, როცა ყველაფერი კარგად გამოგდის, ზოგჯერ კი ნაკლებად კარგად, ჩვენ კი სასურველი შედეგის მიღწევა გვაინტერესებს.

თუ კომოს წინააღმდეგ არაორგანიზებულად ითამაშებ, პრობლემები შეგექმნება. მათთან სტუმრად გამართულ მატჩში მენიომ გადაგვარჩინა. ეს გუნდი ახლა შესანიშნავ ფორმაშია.

როგორ უნდა გადავჭრათ სიმულაციის პრობლემა ფეხბურთში? ეს სპორტი წარმოუდგენლად სწრაფი გახდა და მსაჯისთვის გადაწყვეტილების მიღება რთულია. თამაშის ტემპი და სიჩქარე 30-40 წლის წინანდელი ფეხბურთისგან მკვეთრად განსხვავდება. VAR-ს გაუმჯობესება სჭირდება. უნდა ვეცადოთ, რომ ობიექტურები ვიყოთ. ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, არის ის, რომ თამაშგარის შემთხვევაში კუთხურები არ უნდა დაინიშნოს. რაც შეეხება სიმულაციებს, ეს სუბიექტურია და მსაჯის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

არის თუ არა მილანი ინტერის ერთადერთი კონკურენტი? ტიტულისთვის ბრძოლაში ჩვენ ერთადერთი გუნდი არ ვართ, წინ 13 ტურია და შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს.

მოდრიჩი? მისი საიდუმლო ფეხბურთისადმი ვნება და სიყვარულია, ის საკუთარ თავზე ბრაზდება მაშინ, როცა 50-60 პასიდან ერთს არაზუსტად აკეთებს. მისი გამომეტყველება იცვლება, როცა მატჩის გადამწყვეტი მომენტი დგება და ეს სწორედ ისაა, რასაც დიდი ჩემპიონები აკეთებენ.'' - მასიმილიანო ალეგრი

ხვალ, მილანი კომოსთან სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრას გამართავს.

ალეგრის გუნდი ჩემპიონატის ლიდერ ინტერს 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა როსონერის ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია.

სხვა სტატიები