Belive

ალეგრი: ,,ჩემს ფეხბურთელებს უნდა ახსოვდეთ, რომ სერია A-ში 29 კი არა, 44 ქულა მოვაგროვეთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის ,,იუვენტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ნანტთან'' ევროპა ლიგის შეხვედრის წინ, მისი გუნდის გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა:

,,ძალიან ბევრ მატჩს ვთამაშობთ? კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენს ყველა ვალდებულებას თავი გავართვათ. შეგვიძლია, სხვა ტურნირზე გადავერთოთ და მას მეტი დრო დავუთმოთ. ევროპა ლიგას მნიშნველობა აქვს, რადგან რაც უფრო მეტს თამაშობ, გონება უფრო მობილიზებულია. ამას გამოწვევებისთვის და გამარჯვებებისთვის ვაკეთებთ.

ჩემს ფეხბურთელებს უნდა ახსოვდეთ, რომ სერია A-ში 29 კი არა, 44 ქულა მოვაგროვეთ,'' - ალეგრის სიტყვებს ,,იუვენტუსის'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

რამდენიმე კვირის წინ, იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს.

ქულების დაკლების გამო, ტურინულ გუნდს 29 ქულა აქვს და სერია A-ს მე-9 პოზიციაზეა.

ალეგრის გუნდი ,,ნანტთან'' ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს.

სხვა სტატიები