Belive

ალეგრი ანჩელოტიზე: ,,ტენდენციები გარდამავალია, კლასიკა კი რჩება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,რეალისა'' და ,,მანჩსტერ სიტის'' შეხვედრის შემდეგ, კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა:
,,საოცარი მატჩი გამოვიდა. ანჩელოტიმ რაღაც არაჩვეულებრივი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მან უამრავი ტიტული მოიგო, მაინც ხშირად აკრიტიკებდნენ, თანამედროვე მწვრთნელად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ, როგორც არაერთხელ მითქვამს, ტენდენციები გარდამავალია, კლასიკა კი რჩება. ეს ლურჯ ან ნაცრისფერ კოსტიუმს ჰგავს. ანჩელოტი კლასიკური მწვრთნელია და მან კარიერაში ბევრი რამ დაამტკიცა. კარლომ ხუთი სხვადასხვა ჩემპიონატი მოიგო. მისთვის მხოლოდ მილოცვა შემიძლია,'' - ალეგრის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,მანჩესტერ სიტის” დამატებით დროში 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ხუთჯერ შეძლო.

სხვა სტატიები