Belive

ალეგრი: ,,ამ მომენტისთვის ნაპოლი სკუდეტოს აშკარა ფავორიტია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის ,,იუვენტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,კრემონეზესთან'' შეხვედრის წინ, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:

,,ხვალ ისევ რთული მატჩი გველის, რადგან ,,კრემონეზეს'' ბოლო ორ საშინაო მატჩში გოლი არ გაუშვია. მეტოქე ბევრ მომენტს ქმნის და ძალიან აგრესიულია.

პარედესი და დი მარია კარგად მუშაობენ, მათი ნაადრევი დაბრუნება საჭირო არ იყო. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით სიამოვნება უნდა მიეღოთ. პოგბა გუნდს 15-20 დღეში დაუბრუნდება. ვლაჰოვიჩიც გამოჯანმრთელებულია. კიეზა კარგად არის და თამაშისთვის მზადაა.

ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა და ევროპა ლიგისა და იტალიის თასის ფინალში თამაშია. ამ მომენტისთვის ,,ნაპოლი'' სკუდეტოს აშკარა ფავორიტია,'' - განაცხადა ალეგრიმ.

სერია A-ს 15 ტურის შემდეგ, ,,იუვენტუსი'' 31 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ნაპოლის'' 10 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები