Belive

ალ ნასრმა ზიეჩთან პერსონალური პირობები შეათანხმა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკიმ ზიეჩმა და "ალ ნასრმა" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. რომანოს თქმით, ორივე მხარეს შორის პერსონალური პირობები შეთანხმებულია.

კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მაროკოელი ფეხბურთელი არაბულ კლუბში 2026 ივლისამდე ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებია მიღწეულია "ჩელსისთანაც" და ტრანფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია.

მიმდინარე სეზონში ზიეჩს სულ რაღაც 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი მხოლოდ სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ,,ალ ნასრმა” დეკემბრის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა. გუნდს, ასევე, სერხიო ბუსკეტსისა და მაურო იკარდის გადაბირება სურს.

სხვა სტატიები