Belive

"ალ იტიჰადი ახალი გამოწვევაა - აქ მოსაგებად ვარ" - ბენზემა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქარიმ ბენზემა კარიერას "ალ იტიჰადში" გააგრძელებს. ინფორმაციას არაბული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 35 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ფეხბურთელის ანაზღაურება სეზონში 200 მილიონი ევრო იქნება.

ახალი გამოწვევის მიღების შემდეგ, ბენზემამ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ალ იტიჰადში" ტიტულების მოსაგებად გადავიდა.

"ჩემთვის "ალ იტიჰადი" ახალი გამოწვევაა. მაღალი დონის ლიგაა და ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში ასპარეზობს. ჩემმა მეგობარმა დაგვანახა, რომ ლიგა სწრაფად ვითარდება. აქ მოსაგებად ვარ - ისევე, როგორც ევროპაში", - ქარიმ ბენზემა.

შეგახსენებთ, ბენზემა "რეალში", რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა, 2009 წელს, 21 წლის ასაკაში გადავიდა. 14 სეზონის განმავლობაში მან 25 ტიტული მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. კარიმი "რეალის" ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (647) მეხუთე, გატანილი გოლების რაოდენობით (353) კი მეორე ფეხბურთელია.

სხვა სტატიები