Belive

ალ-ჰილალის მორიგი სუპერშეთავაზება მიტროვიჩს - სერბს არაბეთში სურს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არაბული კლუბი "ალ-ჰილალი" სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს.

კალიდუ კულიბალის, რუბენ ნევეშისა და მილინკოვიჩ-სავიჩის დამატების შემდეგ, საკმაოდ რეალურია, რომ ისინი 28 წლის სერბ ფორვარდს - ალექსანდრ მიტროვიჩს შეიძენენ.

"ალ-ჰილალმა" ლონდონურ კლუბ "ფულემს" პირველი 30 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა, რაზეც უარი მიიღო და ის მინიმალური თანხა, რასაც დედაქალაქური კლუბი ითხოვდა 35 მილიონი იყო, 17 ივლისს კი მეორე ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნეს, სადაც 40 მილიონზეა საუბარი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალექსანდრ მიტროვიჩს მის სერბ თანაგუნდელ მილენკოვიჩ-სავიჩთან ერთად თამაში სურს და მზად არის, რომ კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ მიტროვიჩი ლონდონური კლუბის ღირსებას 2017/2018 წლების სეზონიდან იცავს. მან ჯამში 205 მატჩი ჩაატარა, სადაც 111 გოლის გატანა და 22 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები