Belive

ალ ჰილალი ნეიმარის გამო სამ ფეხბურთელს გაუშვებს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სეზონში, "ალ ჰილალი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. გუნდი აღნიშნულ ტურნირზე ძლიერი შემადგენლობით იასპარეზებს. ნეიმართან ერთად არაბული კლუბის ღირსებას ალექსანდრ მიტროვიჩი, რუბენ ნევეში "ბარსელონას" ყოფილი გარემარბი მალკომი, მაროკოს ეროვნული ნაკრების მეკარე იასინ ბონო და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი დაიცავენ. გარდა ამისა, "ალ ჰილალში"ითამაშებს "ნაპოლის" ყოფილი მცველი კალიდუ კულიბალიც. 

ოფიციალურად ნეიმარი ალ ჰილალის ფეხბურთელია
ოფიციალურად ნეიმარი ალ ჰილალის ფეხბურთელია (ვიდეო)

პრობლემამაც სწორედ აქ იჩინა თავი. აზიის ჩემპიონთა ლიგის წესის მიხედვით, გუნდს აზიის ფარგლებს გარეთ დაბადებული მხოლოდ 5 ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვს. აღსანიშნავია, რომ აქამდე გუნდებს 4 უცხოელი სპორტსმენის რეგისტრაცია შეეძლოთ. ამჟამად, "ალ ჰილალის" შემადგენლობაში 8 არააზიელი ფეხბურთლი ირიცხება. არაბული კლუბის ბოლო უცხოელი შენაძენი ნეიმარია. აქედან გამომდინარე, გუნდს სამი ფეხბურთელის გაშვება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრაზილიელთან ერთად კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ვერ დაარეგისტრირებენ. 

სხვა სტატიები