Belive

ალ არაბიმ ვერატის ტრანსფერი დაადასტურა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' ყოფილი ნახევარმცველი, მარკო ვერატი კარიერას ,,ალ არაბიში'' გააგრძელებს. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატარულმა გუნდმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადა.

,,ალ არაბის'' კატარის ჩემპიონატის 3 ტურის შემდეგ, 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა.

ვერატი ,,პსჟ-ში'' 2012 წლიდან თამაშობდა და კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა. 30 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები