Belive

"ახლა ის, ზოგადად მე" | ჯანლუიჯი ბუფონმა თანამედროვეობის საუკეთესო მეკარე დაასახელა

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და იუვენტუსის ლეგენდარულმა მეკარემ - ჯანლუიჯი ბუფონმა, თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო მეკარეები დაასახელა, საიდანაც საბოლოოდ ერთი გამოყო.

"ძალიან ბევრს დაობენ, თუ ვინ არის თანამედროვეობის საუკეთესო მეკარე. ბევრი კარგი მეკარეა, რომლებიც თავს ბრწყინვალედ წარმოაჩენენ - მოდით დავიწყოთ ჩამოთვლა და იმის მიხედვით ავირჩევ.

ემილიანო მარტინესი თუ ედერსონი?! - ემილიანო მარტინესი

ემილიანო მარტინესი თუ ალისონი?! - ემილიანო მარტინესი

ემილიანო მარტინესი თუ ობლაკი?! - იან ობლაკი

იან ობლაკი თუ მაიკ მენიო?! - იან ობლაკი

იან ობლაკი თუ ტერ შტეგენი?! - იან ობლაკი

იან ობლაკი თუ მანუელ ნოიერი?! - იან ობლაკი

იან ობლაკი თუ ტიბო კურტუა?! - ტიბო კურტუა

ტიბო კურტუა თუ ჯანლუიჯი ბუფონი?! - ახლა ტიბო კურტუა, ზოგადად ბუფონი. - ჯანლუიჯი ბუფონი

ბუფონის აზრით, თანამედროვეობის საუკეთესო მეკარე - ტიბო კურტუაა, თუმცა ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მეკარედ საკუთარ თავს ასახელებს.

სხვა სტატიები